გაკვეთილის გეგმა

პედაგოგის გვარი და სახელი
კვიკვინია ბაია
გაკვეთილის თემა
ღერძული სიმეტრია
სწავლების საფეხური,დისციპლინა ანინტეგრირებული საგნის დასახელება
II საფეხური VII კლასი
მათემატიკა და ისტ-ი
მოსწავლეთა პროფილი
 29
მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიცგანსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს:  0
აქტივობები, მიზნები და მისაღწევიშედეგები
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ  ღერძული სიმეტრიის შესახებ ცოდნა  და საკოორდინატო სიბრტყეზე სერტილთა სიმეტრიული წერტილების ან ფიგურების  ამოცნობა და აგება. განუვითარდებათ ღერძულად სიმეტრიული ფიგურების აგებისა და მათი  პრაქტიკულად გამოყენებისუნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმითგანსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა.
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
მათ. VII.12. მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება ორიენტირებისათვის.
თანამიმდევრობა:
აქტივობა1.   გაკვეთილი იწყება საშინაო დავალების შემოწმებით,მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ ღერძულად სიმეტრიული ფიგურების დამზადება და ნახატების წარმოდგენა საკოორდინატოსიბრტყეზე დამათი წარმოდგენა კოორდინატების საშუალებით.
აქტივობა 2.  პროექტორით ვაჩვენებANIMOTO-ს ვიდეოს თემაზე : ღერძულად სიმეტრიული ფიგურები“ და მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას თუ რა აკავშირებთ ერთმანეთთან ვიდეოში მოცემულ სურათებს, რომელზე პასუხის მიღების შემდეგაც ვსვამ კითხვებს, თუ სად უნახავთ  ღერძული სიმეტრიის მაგალითები. მოხდება აღნიშნული თემის გაშლა და კონკრეტული მაგალითების დასახელება რომელ პროფესიაში რა გამოყენება აქვს ღერძულ სიმეტრიას.
აქტივობა 3.  გაკვეთილს ვაგრძელებ პრეზენტაციის ჩვენებით ღერძული სიმეტრიის შესახებ და პარალელურად ვახდენ მოსწავლეთა გამოკითხვას.
 აქტივობა 4.  მოსწავლეები წინასწარ მომზადებულ დიაგრამაში აკრავენ ასოებს  და რიცხვებს  იმის მიხედვით თუ რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს თითოეულ მათგანს. მოსწავლეები აჩვენებენ ღერძულად სიმეტრიულ ფიგურებს , რომლებიც მათ  აქვთ საკლასო ოთახში კედლებზე გამოფენილი. პარალელურად მოსწავლეები აგებენ წერტილებს მოცემული კოორდინატების მიხედვით დაფაზე აგებულორ საკოორდინატო სიბრტყეზე.
აქტივობა 5. ვაჩვენებ პრეზენტაციას საკოორდინატო  სიბრტყეზე წერტილების აგებისა და პარალელურად მოსწავლეები ფორმატზე მოცემულ  ხის დიაგრამაზე განათავსებენ ფერად ფურცლებზე დაწერილ წერტილებს თავისი კოორდინატებით. 
აქტივობა 6.  ამოვაცნობინებ მოსწავლეებს მოცემული წერტილების სიმეტრიულ წერტილებსაბსცისათა და ორდინატთა ღერძების მიმართ და ისინი ამჩნევენ კანონზომიერებებს რომლებიც ახასიათებთ ამ ღერძების მიმართ აგებულ წერტილებს და ამის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ ცხრილს სადაც წერენ მოცემული წერტილების სიმეტრიულ წერტილებს აბსცისათა და ორდინატთა ღერძების მიმართ. 
აქტივობა 7. შემდეგ მოსწავლეები ამოიცნობენ  ფურცლებზე მოცემულ ღერძულად სიმეტრიულ  ფიგურებს,ამბობენ მათი მათი სიმეტრიის ღერძების რაოდენობას  და ავსებენ ფორმატზემოცემულ დიაგრამას, სადაც უნდა მოეხდინათ კლასიფიცირება იმ ფიგურებისა, რომლებსაც ჰქონდათ 1,2 ან 2-ზე მეტი სიმეტრიის ღერძი, ან საერთოდ არ ჰქონდათ სიმეტრიის ღერძი. 
 აქტივობა 8.   მოსწავლეები ავსებენ ყვავილის ფორმის ცნების რუკას, თუ რა სფეროში გამოიყენება სიმეტრია.
აქტივობა 9.  მოსწავლეები ამოიცნობენ  აბსცისათა და ორდინატთა ღერძის მიმართ სიმეტრიულ მონაკვეთებს, სამკუთხედებს და სხვა ფიგურებს.
შემდეგ მოსწავლეებს  დაურიგდებათ ფურცლებზე დახაზულ საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემული ფიგურის ფრაგმენტი და მათ უნდა  შეავსონ ეს ფიგურა თუ ვიცით რომ აღნიშნული ფიგურა სიმეტრიულია OX და OY ღერძების მიმართ შესაბამისად  და IIვარიანტის მიხედვით.  აგებულ ნახაზებს ერთ მერხზე მსხდომი მოსწავლეები უმოწმებენ ერთმანეთს,  აღნიშნავენ სწორია თუ არა  და აბარებენ მასწავლებელს. 
აქტივობა 10.  ვაფასებ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით და ვაძლევ საშინაო დავალებას VII კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოდან.
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან შესაბამისიგანმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
საკლასო მენეჯმენტი:
სახელმძღვანელო:
VII კლასი.მათემატიკა.ვეფხვაძე,გოგიშვილი,მებონია,ქურჩიშვილი.
ტექნიკა და ინსტრუმენტები:კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,სახაზავი, ფურცლები, ფორმატები, დიაგრამები,მარკერები, წებოვანი ფურცლები, საწერი საშუალებები.

="https://www.youtube.com/embed/KoRw1zRTxVg" width="560">

No comments:

Post a Comment